17/10/22705 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს: "ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქსო" , ხომ მოიწონა თავი? - მეორე დღეს ტრაგედია რომ ხდება, რატომ ეკისრება პასუხისმგებლობა „ჭ“ -კლასის ხალხს?

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერმა, კახი კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე საკუთარი ნებით უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს.
ალეკო ელისაშვილი თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მერია მორალურად და პოლიტიკურად პასუხისმგებელია.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა, ტრაგედია თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა.
„პრობლემის თავია, როდესაც მერიის სატენდერო ჩანაწერში წერია ასეთი რამ: კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციას შეასრულებს, მათ შორის, შადრევნების ან კასკადის, სამხარაულის ექსპერტიზის ან აკრედიტებული კომპანიის დასკვნა უნდა წარმოადგინოსო. ვინ არიან ეს აკრედიტებული კომპანიები? - სამხარაული ძვირი ღირს და „ჭ“ კლასის კომპანიები - იაფი. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე "ჭ" კლასის კომპანიასთან, რომელიც ამბობს, ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდიო, აი ეს არის სისტემური პრობლემა. ოფისი რომ არ აქვს კომპანიას, როგორ შეიძლება ასეთი საკითხები ანდო.
დღეს რომ „გრინსერვის პლუსზე“ და ფურცხვანიძე მიდის ხელის შეწმენდა, კატეგორიულად მიუღებელია. „გრინსერვის პლუსი“ პასუხისმგებელი იყო, ვიდრე ჩააბარებდა მიღება-გაფორმების საკითხს. 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და მერიამ ვაკის პარკი თავის ბალანსზე წაიღო. 26 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებელია თბილის მერია. მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაიფორმეს, მათ ბალანსზე გადავიდა და ვაკის პარკზე პასუხისმგებლები უკვე ისინი იყვნენ. თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა ეს, რადგან ასეთ ტენდერებს აცხადებს - რომელიღაც ჭ-კლასის კომპანიებს ანდობს ასეთ ამბავს“,- განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კახა კალაძის გადადგომა და სისტემის გამართვა.
„თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი , მე დავახარჯვინე ფული“, - ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება "ჭ" კლასის ხალხს? სულ მცირე, ახლა კალაძეს თავისი ნებით უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება. იქნებ, მოწმეებზე ახდენს გავლენას. იქნებ, კაბინეტში იბარებს და თითს უქნევს.
ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კალაძის ადგილას აუცილებლად, გადავდგებოდი და მეორე, სისტემის გამართვა, სანამ კიდევ არ მოხდება უბედურება. მე არ ვაპირებ აქციებზე სიარულს და თითის გაშვერას. რომ არ იყოს 13 წლის ბავშვი დაღუპული, გაცილებით ხელებგახსნილი ვიქნებოდი. ამ საქმესთან დაკავშირებით, მერიის სისტემური ჩავარდნაა - ტენდერებთან დაკავშირებით, ზედამხედველობასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების გადანაწილებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA