17/10/22669 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - რეზოლუციაში იმიტომ შეაპარეს სააკაშვილი, ან უნდა ეიძულებინათ „ქართული ოცნება“, პოლიტპატიმრები ეღიარებინა

თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა რეზოლუციას, ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანას რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისა და პოლიტპატიმრების არსებობის ალტერნატივებს შორის აყენებ, ამორალურია.
„მათ სცადეს ორი კურდღლის დაჭერა. ერთი მიმართულება იყო, რომ თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა ამ რეზოლუციას, ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება, პოლიტპატიმრების სისტემის შემქმნელ ადამიანზეა საუბარი. თუ არ დავუჭერდით მხარს, იტყოდნენ იმას, რასაც დღეს საუბრობდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას, მაშინ როდესაც 400-მდე რეზოლუციას და დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი წინა პერიოდში და მათ შორის ისეთ დოკუმენტებსა და რეზოლუციებსაც კი, სადაც საუბარია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვაზე რუსეთის წინააღმდეგ.
ამორალურია ის, რომ რეზოლუციაში შეაპარონ მიხეილ სააკაშვილის საკითხი. სახალხო პარტიის წარმომადგენლებს პარტია ჰყავთ შემადგენლობაში, რომლის რეალური ლიდერი არის რეციდივისტი, სისხლის სამართლის დამნაშავე და უსასტიკესი რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი. სწორედ იმიტომ შეაპარეს, რომ ან უნდა ეიძულებინათ „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო, რომ პოლიტპატიმრები ეღიარებინა თავის ქვეყანაში, ან მხარი არ დაეჭირა რეზოლუციისთვის. ამ ალტერნატივის წინაშე რომ აყენებ საკუთარ სახელმწიფოს, ეს არის ამორალური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA