17/10/22917 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

შეიძლება, რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიმდინარე აგრესიის პირობებში რუსეთთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესაძლოა ნაკლებად მისაღები იყოს და მისი „გადახედვა მოგვიწიოს“.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებს ჰკითხეს, გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთის მოქალაქეების გადინება საქართველოსა და მოლდოვაში წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ამ ქვეყნებისთვის.
„რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ კონტროლის ყველა მექანიმზი გამოყენებულია იმისთვის, რომ საფრთხე არ გაჩნდეს. ამისთვის, მე მგონი, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების მეტად ინფორმირება, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი ხელისუფლების მიერ რეალურად გათვალისწინებულია. გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც, შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია, საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მაია სანდუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ომიდან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები გაზრდილია და შესაბამისი ორგანოები მაქსიმალურად ცდილობენ ფილტრის გამოყენებას, რათა დესტაბილიზაციის მსურველები მოლდოვაში ვერ შევიდნენ.
„ყველაფერი კონტროლქვეშაა და ამ კუთხით დიდი პრობლემები არ არსებობს. მუდმივად უნდა განვაგრძოთ მონიტორინგი და ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭირო იქნება“, — დასძინა მაია სანდუმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA