17/10/22931 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

EUMAM Ukraine - ევროკავშირმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მისიის შექმნის შესახებ გამოაცხადა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - მისია სახელწოდებით EUMAM Ukraine უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.
"მისიის მიზანია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, რათა ეფექტურად ჩაატარონ სამხედრო ოპერაციები, რათა უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა“, - ნათქვამია განცხადებაში. 
 EUMAM Ukraine -ს მისია უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. ის იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ხოლო ოპერატიული შტაბი იქნება ბრიუსელში.
მისიის მეთაურად დაინიშნება ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი, სამხედრო დაგეგმვისა და ოპერაციების ძალების დირექტორი.
მისიის მანდატი თავდაპირველად ორი წლით განისაზღვრება და მთლიანი ამ პერიოდის ხარჯი თითქმის 107 მილიონი ევრო იქნება.
ევროკავშირის საბჭომ ასევე გადაწყვიტა კიდევ 500 მილიონი ევრო გამოყოს, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით.
მეექვსე ტრანში, ევროკავშირის მთლიანი კონტრიბუცია უკრაინის ფონდში 3,1 მილიარდ ევრომდე იქნება.
უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის სამხედრო მისიის შექმნაზე, ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში 12 ოქტომბერს გავრცელდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,