22/07/22952 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

2011 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის

ბოლო ათწლეულში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. 0.50%-ით გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი 0%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა, როცა აქამდე, ევროზონაში საპროცენტო განაკვეთი -0.5% იყო. 
რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების, დაკრედიტების და ინფლაციის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას. რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა პროცენტშიც ეროვნული ბანკი ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთს.
გადაწყვეტილების მიზეზად რეკორდული, მზარდი ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი დასახელდა. თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ელოდნენ - მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდას წინასწარმეტყველებდა. 
გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი შედარებით დაბალია. 
თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს. შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს საკმაოდ ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შემაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey