22/07/22635 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ბომბავს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად იყენებს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად. ამის მიზეზად უწყება, შესაბამისი შეიარაღების ნაკლებობას ასახელებს.
22 ივლისის რელიზში, დაზვერვა ეყრდნობა ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის განცხადებას, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ენერგოობიექტებსა და საწყობებზე თავდასხმისთვის შვიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტა გამოიყენეს.
„თითქმის დანამდვილებით დადასტურებულია, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა გამოიყენა S-300 და S-400 სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც განკუთვნილია თვითმფრინავებისა და შორსმოქმედი რაკეტების გასანადგურებლად“, – წერს უწყება.
დაზვერვა განმარტავს, რომ ამგვარ რაკეტას აქვს შედარებით პატარა ქობინები (საბრძოლო თავი), რომელიც შექმნილის უშუალოდ თვითმფრინავების გასანადგურებლად. ის დიდ საფრთხეს უქმნის ჯარს, ღია და მსუბუქ შენობებს, თუმცა ვერ აღწევს მყარ ნაგებობებში.
„ეს შეიარაღება სრული სიზუსტით ვერ არტყამს განსაზღვრულ სამიზნეს და იწვევს სამოქალაქო მსხვერპლს, რადგან რაკეტები არაა შექმნილი ასეთი ფუნქციით და ეკიპაჟიც ვერც იქნება სათანადოდ მომზადებული ამგვარი მისიისთვის“, – დასძენს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დონბასში, უწყების ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ რუსების შეტევების მოგერიებას უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე, რუსული არტილერია კი კვლავაც ფოკუსირებულია კრამატორსკისა და სივერსკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ რუსები და სეპარატისტები დონეცკის ფრონტის ხაზზე მცირე მასშტაბის შეტევებს განაგრძობდნენ და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებოდნენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY