18/02/22870 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

„ქოლცენტრების“ საქმეზე კიდევ 5 პირი დააკავეს – საუბარია ათობით მილიონზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შსს-სთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 5 წევრი დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულებრივი სქემით „განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები, – სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს „ქოლცენტრი“, – თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა მოქალაქეების კუთვნილ თანხებს და შემდეგ ეს თანხა „გაათეთრეს“.
„ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით“, – აცხადებს პროკურატურა.
ბრალდების თანახმად, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით, ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას.
„მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ხუთივე ბრალდებული დააკავეს „თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის“, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლები. მათ ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა გეგმავს, ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსთხოვოს სასამართლოს.
ბოლო პერიოდში სამართალდამცავებმა თაღლითურ, „ტრანსნაციონალურ ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით რამდენჯერმე დააკავეს ადამიანთა ჯგუფები.
პროკურატურის ცნობით, მსგავს ფაქტებზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 17 პირის მიმართ, ხოლო „ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები“.
„გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY