18/02/221 065 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოსკოვიდან ადამიანების სიაა გამოგზავნილი, რომლებიც საქართველოში არ უნდა შემოუშვან - რუსი ოპოზიციონერი

"გადაწყვეტილება, რომ საქართველოში კრემლის პოლიტიკური ოპონენტები არ შემოუშვან, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს რომ კრემლი არ გააბრაზოს" - ასე აფასებს რუსი ოპოზიციონერი ანდრეი დავიდოვი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ის ქვეყანაში არ შემოუშვეს. 
დავიდოვის თქმით, შსს-ს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში. მისი თქმით, მესაზღვრეებმა ზემდგომისგან მიიღეს მითითება და ამის შემდეგ ის საზღვრიდან გააბრუნეს.
დავიდოვი ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს სავარაუდოდ გადასცა მოქალაქეთა სიები, რომლებიც ქვეყანაში არ უნდა შეუშვან მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
"არშეშვების ოფიციალურ მიზეზი არ აუხსნიათ, შედეგ პასპორტის მონაცემები შეიყვანეს, როგორც მივხვდი მონაცემების შემოწმების დროს, ხელმძღვანელობისგან გარკვეული შეტყობინება მიიღეს. მოსკოვიდან ადამიანების სია არის გამოგზავნილი, რომლებიც საქართველოში არ უნდა შემოუშვან, ეს დაკავშირებულია ამ ადამიანების, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან.
მომხდარს სხვა ახსნა არ აქვს, რადგან ქართველი მესაზღვრეები ჩემს შესახებ ინფორმაციას ვერ მოიძიებდნენ, ვინაიდან მე არ ვარ საჯარო ფიგურა, ოპოზიციური კანდიდატებს არჩევნებში ვეხმარები, რადგან იურისტი ვარ.
გამოდის, რომ ქართველი და რუსი სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, ამასთან გადაწყევტილება, რომ საქართველოში კრემლის პოლიტიკური ოპონენტები არ შემოუშვან, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს რომ კრემლი არ გააბრაზოს.
საქართველოში მყოფ რუს ოპოზიციონერებს ვურჩევ, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნონ და მეტი ყურადღებით იყვნენ.
აფხაზეთსა და ოსეთში ნამყოფიც კი არ ვარ, მე მხარს ვუჭერ საქარველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს." - ამბობს ანდრეი დავიდოვი 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY