09/02/22989 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მოსამართლემ პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა, თუმცა პირადი ექიმისა და "ემპათიას" შეშვება არ მოსთხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 
სხდომაზე უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, დაევალოს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მესამე პრეზიდენტისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა და ამასთან ერთად, მიეცეს შესაძლებლობა, დაწესებულებაში მის მიერ შერჩეულმა მედიკოსებმა, მათ შორის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა მოინახულონ.
"ვშუამდგომლობ 191 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რომ მოსამართლემ განჩინებით დაავალოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სრულფასოვნად განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. მკურნალობა არის არაადეკვატური, არ იწვევს პოზიტიურ შედეგებს, პირიქით, გვაქვს გაუარესება და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნა გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს სხვადასხვა დასკვნები ამასთან დაკავშირებით...
პაციენტის უფლებების შესახებ კანონითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, მას უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს ექიმები, ეს არის მისი პირადი ექიმი და ასევე, ბრალდებულს არ შეიძლება უარი ეთქვას ალტერნატიულ ექსპერტიზაზე", - თქვა პროცესზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ.
საპასუხოდ, მოსამართლემ განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ავალებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისთვის ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა გამოიყენოს. 
რაც შეეხება მასთან ციხეში პირადი ექიმისა და "ემპათიას" ექსპერტების დაშვებას, ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ცალკე მათი შეშვების დავალებას არ გასცემს, რადგან მისი განჩინება მოთხოვნას ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევაზე "ისედაც ითვალისწინებს".
"ვინაიდან ბრალდებული საუბრობს სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცემს განჩინებას და ავალებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის გენერალურ დირექტორს, მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა იმისათვის, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, არ დაემუქროს საფრთხე არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებით", - თქვა მოსამართლემ.
ამის შემდეგ, მას ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რატომ ითხოვს განჩინებაში პირადი ექიმისა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრების დაშვებაზე ჩანაწერის გაკეთებას. 
"ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, მართლა გაუმჯობესდა თუ არა. ჩვენ გვჭირდება ჩვენთვის სანდო წყარო, რომელიც გვეტყვის, რომ სრულდება ეს და მკურნალ ექიმზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის ჯგუფი "ემპათიის", რომელიც ვალდებულია პენიტენციურმა დაწესებულებამ შეუშვას და უბრალოდ არ უშვებს. ეს კონსილიუმი ამოწმებს რა მისცეს, რა დაალევინეს, ადეკვატურია თუ არა მკურნალობა, გასცემს გაიდლაინებს და ასე შემდეგ", - მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.
ადვოკატის განცხადებას მოსამართლემ ასე უპასუხა: "ამისთვის პირადი ექიმი არ გჭირდებათ თქვენ ციხის შიგნით. როგორც ადვოკატს, შეგიძლიათ კომუნიკაცია, რა სამედიცინო მომსახურება გაეწია".
უფლებადამცველმა ამ საკითხზეც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციას არ აწვდიან.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს მე ვავალებ, მიაქციოს სათანადო ყურადღება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააკეთებს ამას", - აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა თქვეს, რომ მეტი კონკრეტიკის შემთხვევაში, ამ განჩინებას ძალა ვერ ექნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა.
მანვე განმარტა, რომ თუ მისი განჩინება პენიტენციურის მხრიდან შესრულებული არ იქნება და ამას ადვოკატები დაამტკიცებენ, ეს ახალი დამატებითი განჩინების საფუძველი გახდება.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 1 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა უნდა მომხდარიყო, თუმცა მან ჩვენების მიეცემაზე უარი განაცხადა. მის დაკითხვას მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, რადგან ხარჯები, რომლის "გაფლანგვასაც" პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, სდსს-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩუბინიძის მუშაობის პერიოდსაც მოიცავს. უფლებადამცველებმა თქვეს, რომ ჩუბინიძის ჩვენება მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნას დაადასტურებდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey