09/02/22789 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პროკურატურა ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდის სდსს-ს ხარჯებსაც სწავლობს

რატომ გამოკითხეს ანზორ ჩუბინიძეს 2013 წელს დაწყებულ გამოძიებაზე 5 თვის წინ? ამ კითხვაზე პროკურორს ასეთი პასუხი აქვს- "არის კომპლექსური გამოძიება, რასაც დრო სჭირდება".
8 წლის წინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს ანზორ ჩუბინძემ სასამართლო დარბაზში გააკეთა განცხადება, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე იყო დაბარებული და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ირკვევა, რომ  დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული ჩუბინიძის ხელმოწერა აქვს და 50 ათასი ლარი ფიგურირებს. სწორედ ამ ხარჯების მიზნობრიობას სწავლობს ახლა გამოძიება და თუ დანაშაულის დადასტურდება, შესაძლოა ჩუბინიძე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.
"მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში" - განაცხადა ჩუბინიძემ სასამართლოზე
დამატებით დეტალებზე კი რა გამოძიება დაიწყო 8 წლის წინ, უკვე ანზორ ჩუბინიძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არც თავად ჩუბინიძეს უსაუბრია და არც პროკურორს:
"წლების წინ იყო დაფიქსირებული პოზიცია ბრალდების მხარის მიერ მკაფიო, რომ 2013 წლის სდსს-ის ბიუჯეტიდან მიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება მიმდინარეობდა, შესაბამისად ვერ იქნება 5 თვის თავზე" ამბობს "პიჯაკების საქმის" პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.