ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ევროპის უსაფრთხოებას და უკრაინას - დეგნანი
"პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია დასხდნენ და ათანხმებენ ტექსტს, რადგან ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ევროპის უსაფრთხოებას და უკრაინას", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქართველები იამაყებენ.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქართველები იამაყებენ.
"რაც შეეხება რეზოლუციას, მე ის არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთად დასხდნენ და ათანხმებენ ტექსტს, რომელსაც ყველა მოაწერს ხელს. ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ევროპის უსაფრთხოებას და უკრაინას და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, რომლითაც ქართველები იამაყებენ", - თქვა დეგნანმა.მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, ევროპის უსაფრთხოების პრინციპები ძალის გამოყენების მუქარით შეცვალოს, თუმცა მისივე თქმით, ამას დასავლეთი არ დაუშვებ".
"ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი, რომ დავიცავთ იმ უსაფრთხოების პრინციპებს, რაც საფუძვლად უდევს ევროპას და რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიტანა უსაფრთხოება და მშვიდობა. საქართველო, უკრაინა, აშშ და ძალიან მკაფიოდ გამოთქვამენ საკუთარ პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზისს, რომელიც შექმნა რუსეთმა, რადგან მას სურს, რომ შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების პრინციპები ძალის გამოყენების მუქარით. ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ელჩმა.