12/05/211 838 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

“პუტინთან ვისაუბრე პალესტინაში საერთაშორისო ძალების გაგზავნის შესახებ” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რა დროსაც მხარეებმა ისაუბრეს კორონავირუსის რუსული ვაქცინის თურქეთისთვის მიწოდებისა და პალესტინაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
ერდოღანის თანახმად, მან რუსეთის პრეზიდენტთან ისრაელში გაეროს ფორმატით საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნის შესახებაც ისაუბრა.
“სატელეფონო საუბრის დროს, ჩვენ გავნიხილეთ სპუტნიკი V-ის მიწოდების საკითხი და პალესტინაში განვითარებული მოვლენები.
მე დავაფიქსირე, რომ ისრაელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უნდა მიეცეს მკაცრი მაგალითი.
მე ხაზი გავუსვი იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ჩაერიოს, მანამ სანამ კრიზისი კიდევ უფრო გაიზრდება და საბჭომ უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია ისრაელის მიერ თავდასხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მე ასევე განვაცხადე იდეა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნა რეგიონში დაიცავდა პალესტინელ სამოქალაქო პირებს. მე ასევე, დავაფიქსირე, რომ თურქეთი და რუსეთი აჩვენებენ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში”, – ნათქვამია რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ყავს, რომლებიც საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებით სარგებლობენ. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ისრაელში პალესტინელ მოსახლეობასა და ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო ჯგუფებსა და ისრაელის საპოლიციო და თავდაცვის ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც თავდაპირველად იერუსალმიში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო, მოგვიანებით კი ორმხრივ დაბომბვებში გადაიზარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA