12/05/211 494 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ამ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან არჩევნები გაყალბებულია

პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ არჩევნები არის გაყალბებული,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მკაფიო იყო, რომელსაც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში პრინციპული პოზიცია ეკავა. ხაბეიშვილის თქმით, სამწუხაროდ, კოლეგებმა მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც აბსოლუტურად ცვლის რეალობას.
"მიზანი იყო რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტით ზეწოლა ხელისუფლებაზე. დღეს სამწუხაროდ, პარლამენტს ჰქვია როგორც მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და რიგგარეშე არჩევნებიც ამ ბოიკოტით ვერ მიიღწევა. პარტიაში გაიხსნა დისკუსია შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის დახურული თემა იყო, სანამ ჩვენმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სამწუხაროდ, ეს რეალობა არ დაგვიყენეს. ახლა, ისეთი სიტუაციაა და პარლამენტში იმდენი რაოდენობის პარლამენტარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლიათ ამ ადამიანებს. ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ოღონდ ეს ფართო დისკუსიის შედეგად მოხდება. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პარლამენტში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ხალხის ნება არ არის ასახული ამ პარლამენტში, თუმცა პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის აზრს, ვინც ფიქრობს საპირისპიროს, რომელიც რეალობიდან გამომდინარე დადგა. საბოლოო ჯამში, დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია ერთიანად მიიღებს",- აცხადებს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, საბოლოოდ მიზანი უნდა იყოს "ქართული ოცნების" დამარცხება, რაც შეიძლება სწრაფად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ადამიანების პრობლემებზე ზრუნვა.
"ვართ რეალობაში, რომელიც არ მსიამოვნებს, იმიტომ, რომ მე მერჩივნა, პრინციპული პოზიცია გვქონოდა სრულიად ოპოზიციას, დღეს მრავალპარტიული არ ერქვას გაყალბებულ პარლამენტს და გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი ამდენი პოლიტიკური პარტია. ჩემდა სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს, ამიტომ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პარტიას", - აცხადებს ხაბეიშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY