26/03/211 439 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ქადაგიშვილი - იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს

ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა და ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას, ეს არის მთავარი და აქედან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ოფიციალური შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ყველა ძირითადი პრინციპის დაცვით.
„საერთაშორისო დონეზე, ამას ოფიციალური შეფასება აქვს ასეთი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ყველა ძირითადი პრინციპი და თავისუფლება დაცული იყო. არჩევნებს გააჩნდა ხარვეზები, თუმცა არც ერთი შენიშვნა, რომელიც ოდნავადაც ჩრდილს მიაყენებდა არჩევნების შედეგს ან არჩევნების ლეგიტიმურობას, არ იქნა დაფიქსირებული არც ერთი მხრიდან. ამავდროულად, ყველა ოფიციალური მიმართვა, თუ გინდა ევროკავშირის, თუ ამერიკის შეერთებული შტატების, ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ იმ თემებზე, რა თემებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგისთვის 2024 წლისთვის. ამავდროულად, იქვე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის ქმედება, რასაც ოპოზიცია ეწევა, არის ძირის გამოთხრა დემოკრატიის მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანვე ვნახეთ, პირველივე დღიდან, როდესაც არჩევნები დასრულდა, არ დალოდებიან რეალურად არანაირ გადამოწმებას და გამოაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა და ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას, ეს არის მთავარი და აქედან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA