31/10/201 293 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზაალ უდუმაშვილი - ყველა დიდ ქალაქში მოვიგეთ, მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პარტიის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ოპოზიცია იგებს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დედაქალაქ თბილისშიც.
ზაალ უდუმაშვილმა ხელისუფლებას მიმართა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან გვიდასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მოვიგეთ ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისშიც. ყველა ინფორმაცია გვიდასტურებს, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ. ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომ პარტია ან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც თბილისს იგებენ, ისინი მარცხდებოდნენ არჩევნებში. ვინც იგებს თბილისს, ის აკომპლექტებს მთავრობას, ანუ მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ძალადობა, რომელიც არის ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვუყურებთ, რა ხდება გლდანში. შეწყვიტეთ ძალადობა, რადგან რეალობას ეს ვერ შეცვლის, სამაგიეროდ, კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კი მივმართავ, ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ არჩევნებზე, მოგიწოდებთ ყველას, მიდით საარჩევნო უბნებზე და მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ გამარჯვებაში, ყველას გელოდებით 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმოთ საერთო გამარჯვება,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ