31/10/201 515 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - განგებ არ გავდივარ შტაბიდან, რომ პროვოკაციაში არ დაგვდოთ ბრალი - უკვე მოგებულია არჩევნები!

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანის რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბში მისვლისკენ მოუწოდა, რათა ხმების დაცვა ერთად შეძლონ.
„არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. იციან მათ არანაკლები უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე, ხედავთ რას აწყობენ, მობილიზაციაა ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან. ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი ოფიციალური დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი აქამდე. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები დიდი სხვაობით და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში. ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს მივმართავ, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე, ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ. არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო უბნები არ დაარბიოთ და ამ მასკარადს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მივმართავ მხარდამჭერებს, ამ ქვეყნის მხარდამჭერებს და არამხოლოდ ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან, იმიტომ, რომ პროვოკაციაში როგორც თქვენ გჩვევიათ, არ დაგვდოთ ბრალი და თქვენ ძალადობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეკადრებზე.
ეს არჩევნები მოგებულია, მას არ მოვაპარინებთ ივანიშვილს, შეიარაღებულ კრიმინალს, ქურდს, ყაჩაღს და მასთან შეკრულ ხელისუფლებას. არცერთი მომრჩეველი რომ არ მივიდეს, იმდენად დიდია სხვაობა, უკვე მოგებულია არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA