18/10/201 215 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, სოხუმი ენგურის ხიდს ხსნის პენსიონერებისთვის

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფლებას აძლევს, გადაკვეთონ ე.წ. საზღვარი, რომელიც, პანდემიის გამო, 8 თვეა ჩაკეტილია. 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, პენსიონერები შეძლებენ გადავიდნენ აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე. თუმცა მხოლოდ პენსიის აღების მიზნით და ამის შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდნენ.
როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, პენსიონერებს მხოლოდ ენგურის ხიდის ბოლომდე, საქართველოს პოლიციის საგუშაგომდე მისვლის უფლება აქვთ, სადაც მათ პენსიის გამცემი ლიბერთი ბანკის ავტომობილი ელოდებათ. ადგილზეა გახსნილი აფთიაქის ჯიხურიც. მისივე თქმით, პენსიონერებს გაეროს მისიის ავტომობილი ემსახურება, რომელიც პანდემიისას რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ხსნარებით და პირბადეებით არის აღჭურვილი. ტრანსპორტს მხოლოდ 10 ადამიანის გადაყვანის უფლება აქვს.
„გალში წინასწარ ადგენენ პენსიონერების სიებს. ისინი უნდა მივიდნენ საკუთარი სოფლის გამგებელთან, რომელიც შეადგენს სიას და გრაფიკს. ამის მიხედვით ხდება მათი გამოშვება, კვირაში მხოლოდ სამჯერ. აქეთ ზუგდიდში ან სადმე წასვლის უფლება მათ არ აქვთ. აფხაზური პოლიციაც იქაა და აკონტროლებს ყველაფერს. ძალიან დიდი შვებაა ეს ხალხისთვის“, - ეუბნება გალელი რესპონდენტი რადიო თავისუფლებას. მას უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის გამხელა არ სურს.
ინფორმაციას პენსიონერებისთვის დაწესებულ შეღავათზე ავრცელებს აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტაც“. მისი ცნობით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს არის ნებადართული.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, პანდემიის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაკეტა და მას შემდეგ მხოლოდ ცალმხრივად რამდენჯერმე გახსნა, „საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“. ენგურის ხიდის ჩაკეტვამ იზოლაცია გამოიწვია გალის რაიონის, რომელშიც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. მათ, განსაკუთრებით, შეექმნათ მედიკამენტების დეფიციტი. ისინი ადგილზე ვერ სარგებლობდნენ საქართველოს საპენსიო ბარათით და ვერ იღებდნენ კუთვნილ პენსიას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA