14/02/201 562 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

თალაკვაძე - Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრება, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით ოპოზიციის მიერაა დასპონსორებული. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აშშ-დან კრიტიკული წერილების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით სტატია დასპონსორებულია და მიანიშნებს ოპოზიციაზე, რომელსაც მისი თქმით, დღეს ქვეყენაში მხარდაჭერა არ აქვს.
„ისინი ცდილობენ საერთაშორისო პრესით გააჟღერონ თავიანთი პოზიციები და სცადონ ამით მაინც გაუკეთონ კომპენსირება იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც მათ ქვეყანაში აქვთ. ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია..
დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… ,“ – ამბობს თალაკვაძე. მისივე თქმით, ივანიშვილს, როგორც სხვა პირს, უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიას გაუფორმოს კონტრაქტი და გამოიყენოს მათი მომსახურება სტრატეგიული მიზნებისთვის.
თალაკვაძე ამატებს, რომ „ოცნება“ აგრძელებს პარტიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობას, ოპონენტებსა და ოპოზიციას კი 2020 წლის არჩევენებზე ელოდება.
ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი არის ელი ლეიკი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად Bloomberg View-ის კოლუმნისტია. თანამშრომლობდა Fox-თან, CNN-თან, C-SPAN-თან და სხვა გამომცემლობებთან. იგი აგრეთვე The Daily Beast-ისა და Newsweek-ის უფროსი კორესპონდენტი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მოამბე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 9-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 27 სექ
    • პირველები - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 8-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა news - 27 სექტემბერი. 2022.
      7 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2022. საქართველოში რუსეთის 46 734 მოქალაქე შემოვიდა; 📌ლარსზე შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა; 📌თავდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ; 📌“რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, ქართველების ინტერესებს დააზიანებს” - ირაკლი კობახიძე 📌ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია;
      27 სექტემბერი
    • სიცრუის დეტექტორი - 27 სექტემბერი, 2022. დაურ ბულავა
      27 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2022. თემურ თათარაშვილი , ფორტე, ჯგუფი ფორტე
      27 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • ღამის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • სპექტრი - 27 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY