24/08/201 543 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის" - ოპოზიცია ხმების დასაცავად გაერთიანდა

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ერთიანდება - 30-მდე პოლიტიკური ჯგუფი ხელს აწერს საერთო დეკლარაციას რომლის მიზანიც ამომრჩევლის ხმების დაცვაა. სპეციალური შტაბის ლიდერი პაატა დავითაია იქნება. პარტიები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი წევრი სუბიექტის ხმას თანაბრად დაიცავენ. 
ეს არის პირველი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც მთელი ოპოზიცია ხმების დასაცავად ერთიანდება. პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს და "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს.
ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა არცერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს და ჩვენი ყველა თანამოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"ევროპულ საქართველოშიც" ამბობენ, რომ განურჩევლად პარტიისა, ოპოზიცია ერთმანეთის ხმებს დაიცავს.
ჩვენ შევთანხმდით დღეს რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია შევქმნით ხმების დაცვის საკოორდინაციო საბჭოს, და ვიქნებით "ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის". ჩვენ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს განურჩევლად რომელი პარტიაა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არავის აღარ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, გაყალბების და არჩევნების მითვისების შესაძლებლობა, - ამბობს პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა. 
30 ოპოზიციური პარტია ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდა. შეთანხმების მიზანი
 კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლაა. 
18 აგვისტოს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში 8 ოლქიდან დარჩენილ 2 ოლქშიც საერთო კანდიდატებზეც შეთანხმდა. ოპოზიცია აბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურაბ ჯაფარიძეს. 
საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის კენჭს, დიდუბეში კი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი - გია ვოლსკი.
საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 
  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" წევრი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY