10/02/201 896 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადამ კინზინგერი - მადლობას მოვახსენებ პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით

„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით და ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“, - კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
კონგრესმენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, პარლამენტის თავმჯდომარს ვიზიტისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ აუცილებელია, საქართველოში ყველა დაინტერესებული მხარე კომპრომისზე წავიდეს, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთნხმოება. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“, - წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY