03/02/241 647 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

პანიკური შიში "ოცნებაში" და კობახიძის რომანი - რა ხდება კულისებში (ექსკლუზიური დეტალები)

საქართველოს მთავრობაში ახლა ყველა შეშინებულია, მინისტრები ელოდებიან ვისზე გადატყდება ჯოხი. ვინც ოლიგარქს კარგად იცნობს, ყველა თანხმდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკური მსხვერპლთშეწირვის რიტუალი სჭირდება,  ხალხს უნდა აჩვენოს, რომ ძარცვასა და სიღარიბეზე ის პასუხისმგებელი არ არის, რადგან წასული იყო, მოვიდა და სჯის ყველას, ვინც ხალხის ხარჯზე ცხოვრობს და  საზოგადოებაში სახელი გაუტყდა.
პრემიერობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გაშვებით და საქართველოს მთავრობის უმდიდრესი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის გადაყენებით, ივანიშვილი ცდილობს, შექმნას განცდა, რომ მისი დაბრუნებით კორუფციული სკანდალები დასრულდა.
ჯარი არჩევნების დროს დიდი რესურსია. თავდაცვის ძალებში ბურჭულაძემ ჯარისკაცების ნდობა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მისმა მდიდრულმა ცხოვრებამ და სამხედროების ფულით ნაყიდმა საჩუქრებმა მინისტრს სახელი საბოლოოდ გაუტეხა, ამიტომ არჩევნების წინ ის გვერდით გაწიეს.
გვერდით გაწიეს ღარიბაშვილი - ცოლისთვის ნაჩუქარმა ტყემ და სამთავრობო თვითმფრინავით არდადეგებზე წასვლამ, მაჯის საათების მილიონიანმა კოლექციამ და ტანსაცმელი დახარჯულმა თითქმის მილიონმა  ირაკლი ღარიბაშვილს სახელი ისე გაუტეხა, რომ  იგივე პოსტზე  მის დარჩენას მმართველი პარტიის  სწრაფი სვლით მარცხისკენ მიჰყავდა.
ახლა "ოცნებაში" სიტყვებს ზომავენ და წონიან - იციან, რომ ზედმეტი  არ უნდა წამოსცდეთ. ფრთხილობს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილს ახლა ეუხერხულება იმის აღიარება, რომ ივანიშვილმა პრემიერის გაშვება და ახლის დანიშვნა ისე გადაწყვიტა, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოულოდნელად გაიგო. არადა შალვა პაპუაშვილმა საკადრო ცვლილებების დღეს თავად თქვა, რომ არავინ იცვლებოდა.
საქართველოს მთავრობის მინისტრები ასეთი შეშინებულები დიდი ხანია არ ყოფილან.  განსაკუთრებით ღარიბაშვილის სამეგობროში ცდილობენ ჩუმად იყვნენ  - სახლში გაშვება არცერთ არ უნდა. ერთ დროს პოლიტიკური განცხადებებით თამამი მინისტრები ღარიბაშვილის პრემიერობიდან ჩამოშორების შემდეგ სრულ მდუმარებაში არიან.
"შაბათის ეთერს" "ქართული ოცნების" გუნდიდან უყვებიან, რომ მინისტრებს არამხოლოდ გადაყენების, არამედ დაკავების შიშიც კი აქვთ.  არ გამორიცხავენ, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ივანიშვილმა საჩვენებელი დაკავებების სერიაც მოაწყოს. 
დეპუტატებიც მინისტრების მსგავსად, დაბნეულები და შეშინებულები არიან. იციან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სია ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაწეროს. 
"შაბათის ეთერს" "ქართული ოცნებიდან" უყვებიან, რომ ირაკლი კობახიძეს ოთხი მინისტრის გაშვება ჰქონდა ივანიშვილთან შეთანხმებით გადაწყვეტილი ჰქონდა. სახლში მიდიოდნენ  თავდაცვის, ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, თუმცა ღარიბაშვილმა ითხოვა, რომ მისი კადრებით მთავრობა ჯერ ბოლომდე არ გაეწმინდათ.  ეს ნელ-ნელა გაეკეთებინათ, რადგან ერთი ხელის მოსმით ღარიბაშვილის კაბინეტის წევრების გათავისუფლებას ცუდი ელფერი ექნებოდა. 
ახლა, ირაკლი კობახიძე  მთავრობის ადმინისტრაციის მეათე სართულზე კაბინეტის დასაკავებლად ემზადება. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი კაბინეტის ტერასაზე  მოწყობილი ზამთრის ბაღში შესვლა ვერ მოასწრო. 
ახლა მთავრობის ადმინისტრაციის მეათე სართულის ზამთრის ბაღიდან, ძველ თბილისს კობახიძე გადახედავს და ექნება ბევრი დრო ფიქრისთვის. ირაკლი კობახიძეს ფიქრი უყვარს, ასე ჩანს მის რომანში, რომელიც ახალმა პრემიერმა სტუდენტების დროს დაწერა და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
მთავარი გმირი არის კაცი, რომელიც ალპებში დათოვლილ  მთებზე ედელვაისს ეძებს. კობახიძის რომანის მთავარი გმირი მეოცნებეა. ფიქრებში ჩაძირულს კი ხანდახან სჯერა, რომ ფერადი ბუშტებით ზეცაში აფრინდება და იქიდან სამყაროს სულ სხვა რეალობაში დაინახავს.
კობახიძის პოლიტიკური ცხოვრებაც მისი რომანის მთავარი გმირის განვლილ გზას ჰგავს.  უკვდავების ყვავილის საძებნელად ალპებში წასული, ჯოაკინო სარტი ედელვაისის ნაცვლად ოქროს საბადოს იპოვის.  ასე მოხდა კობახიძის შემთხვევაშიც: შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულმა ერთმა  რიგითმა იურისტმა, მინისტრის მაშინდელი მოადგილის ყურადღება მიიქცია.  ლევან იზორიამ კობახიძე პარტიაში მიიყვანა. მაშინდელ თანაგუნდელებს უხსნიდა, რომ ირაკლი კობახიძეს  საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა შეეძლო.
ძველ მეოცნებეებს კარგად ახსოვთ, როგორ ერჩოდა ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძეს პირველივე დღიდან. იხსენებენ იმასაც, რომ  ერთ დღეს დაწინაურებული კობახიძე, მეორე დღეს, ღარიბაშვილმა ლამის პარტიიდან გააგდო. 
კობახიძეს ახლა ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა, ის ოლიგარქის კარზე  პირველი კაცია. გავლენებით, ნდობით და ძალაუფლებით. "ქართული ოცნება" კი ახლა სამაგალითო დასჯების სერიას ელოდება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA