01/02/24338 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ნებისმიერი საუბარი "დაღლილობაზე" ან "მხარდაჭერის შემცირებაზე" მცდარია" - კულება 50 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ "დაღლილობაზე" და "მხარდაჭერის შემცირებაზე" საუბარი მცდარია. 
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში კულება მადლობას უხდის ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
"მადლიერი ვარ ევროკავშირის, რადგან მათ დაამტკიცეს გადაწყვეტილება 2024-2027 წლებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.
ეს არის ისტორიული ნაბიჯი. ის ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი "დაღლილობაზე" ან "მხარდაჭერის შემცირებაზე" უბრალოდ მცდარია. 
ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ძალა და შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად. ევროკავშირი მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს.
ეს აშკარად გვაჩვენებს, რომ პუტინის მოლოდინი, რომ უკრაინასა და მსოფლიოს გამძლეობაში აჯობებს, არის უშედეგო.
მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება X-ზე.
შეგახსენებთ, რომ EU-მ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის იყო უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანიც, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY