09/01/24285 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სარჯველაძე - სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდეს - არ მგონია, ვინმეს ამაში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს

რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც ნორმალურია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარტიის განახლებულ წესდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.
ამასთან, როგორც სარჯველაძე აცხადებს, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები იმას არ ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.
სარჯველაძის შეფასებით, ინსტიტუციურად და ლოგიკურად სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდეს და „ის, რაც ნორმალურია, დე იურე პარტიის წესდებაში აისახა“.
„არ მგონია, ვინმეს ამ ყველაფერში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს. ახალი რედაქციის წესდებაში ასახულია, თუ რა ფუნქციის მატარებელი იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარე. მასში სენსაციური და უცნაური არაფერია. ახალი სისტემა ლოგიკური და არგუმენტირებულია.
ზოგადად, როდესაც საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტზე შევთანხმდით, გაანალიზება სჭირდებოდა თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული მმართველობის სტრუქტურაში. ეს მმართველობის სტრუქტურაში ზუსტად იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორც ეს წარმოდგენილია წესდებაში. იგივე კითხვა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირებითაც დასვათ, თუ რატომ გააჩნია პარტიის პოლიტსაბჭოს თუ სხვა სტრუქტურას ესა თუ ის უფლებამოსილება. არ გაგაჩნიათ მიზეზი, რომ ამ ყველაფერში კონსპირაციების თეორიები ეძიოთ.
რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც არის ნორმალური“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,