18/11/23508 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან 11 პირი დავაკავეთ, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი

შსს გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანია დაკავებული.
როგორც უწყებაში ამბობენ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა და დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
"აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აცხადებს შსს.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით იმართება. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით დღეს ჩამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანიცაა.
***
მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ. 
სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.
ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს. 
21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.
გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.
15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.
მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიზენციის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით". 
ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA