18/11/23492 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პუტინს ბიჭვინთაში სურს რეზიდენციის აშენება თავისი საჭიროებებისთვის და ვფიქრობ, შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ - ბჟანია

ვლადიმერ პუტინს ბიჭვინთაში პირადი რეზიდენციის აშენება სურს - ის შესაძლოა უახლოეს მომავალში 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდეს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის ზრახვების შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერს საუბარი მას შემდეგ მოუწია, რაც ახალგაზრდებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე სტუდენტმა ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების გასხვისებაზე კრიტიკული კითხვა დაუსვა.
შეკითხვას დარბაზში სხვა ახალგაზრდების ოვაციები მოჰყვა.
"საუბარია არა მიწის, არამედ შენობა ნაგებობების გადაცემაზე. იქ კაპიტალური რემონტია ჩასატარებელი. ეს ობიექტები ისედაც რუსეთის ფედერაციის მმართველობაშია, თუმცა საკუთრებაში არ აქვთ. 4 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა და მისი საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბევრჯერ არის იქ ნამყოფი და კიდევაც სურს ჩამოსვლა, მას სურს თანამედროვე რეზიდენციის აშენება თავისი საჭიროებებისთვის და, ვფიქრობ, შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. მითხარით, აქ დამსწრეს რამდენს არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ხედავთ, 400 ადამიანიდან და მხოლოდ 30-ს. ჩვენ რუსულად ვლაპარაკობთ, ეს ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან და ამ საშიშ დროში, როცა ყველა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრდა, ასეთ საკითხებში შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

გახსოვთ ალბათ, აღიარების შემდეგ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის პატივსაცემად ბავშვებს ვლადიმერს რომ არქმევდნენ, ასე რომ რაც აფხაზეთში 30 წლის მანძილზე გაკეთებულა, სწორედ რუსეთის მიერაა გაკეთებული და ახლა იმაზე დავა - მივცეთ თუ არა მათ სახელმწიფო აგარაკი, ცუდი და არასწორ დისკუსიაა," - თქვა ბჟანიამ.
აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები კი ამბობენ, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანია, რათა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მიწა არ გადაეცეს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY