16/11/23380 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შვეიცარია უკრაინაში რუსეთის აგრესიის გასამართლებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს

შვეიცარია რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ საერთაშორისო მოწოდებას შეუერთდა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს 
ბერლინში განაცხადა, სადაც რუსეთის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლების მომხრე ქვეყნები იკრიბებიან. 
"შვეიცარიას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს," - აღნიშნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
ცნობისთვის, გასულ თვეს 38 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას. მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, გვატემალა, იაპონია და კანადა. უკრაინა, ევროკავშირი და ნიდერლანდებიც საჯაროდ უჭერენ მხარს რუსეთის გასამართლებლად ტრიბუნალის შექმნას. 
შვეიცარიელი მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უფლებამოსილია, იმუშაოს ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. მიუხედავად ამისა, მას არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია უკრაინაში "აგრესიის დანაშაულზე," რადგან არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან ხელმომწერი ქვეყნები "რომის წესდებისა," რომლის საფუძველზეც 1998 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაარსდა. 
საყურადღებოა, რომ შვეიცარია ისტორიულად მუდმივი ნეიტრალიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის მქონე ქვეყანაა. აღნიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ შვეიცარია არ იღებს მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტებში, არ შედის სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში, და არ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარებსა და სამხედრო ბაზებს. 
ცნობისთვის, შვეიცარია არც ევროკავშირის და არც NATO-ს წევრია, რისი მიზეზიც სწორედ მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA