06/11/23312 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

| ენმ რუსების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე - "ეს ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია"

"ეს ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია საუბარი. პარტია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ორ მაცხოვრებელზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს.
ეს ყოველივე ხელისუფლების მოღალატეობრივი, ოკუპაციასთან შემრიგებლური, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთ-ერთ მთავარ შედეგსაც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მტერთან მარტო, დაუცველად დატოვება წარმოადგენს! ამასთანავე, ოკუპაციის ხაზის გადმოწევის არ შემჩნევის პოლიტიკამ, 2012 წლის შემდეგ, დამატებით 12 მილიონი კვ.მ-ის ოკუპაცია მოიტანა.
რეჟიმის სამარცხვინო, ანტი-ქართულმა ნაბიჯებმა, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის უფლებების შელახვა, მკვლელობა და გატაცება მოიტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არც დიპლომატიური, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კუთხით რეაგირება არ მოჰყოლია.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ვითარების დასტაბილურებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია პოლიციის პირადი შემადგენლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლების რაოდენობის მინიმუმ გაათმაგება, აგრეთვე, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებსა თუ დაბებს, მიენიჭოთ განსაკუთრებული ეკონომიკური სტატუსი, ამასთანავე, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაათმაგდეს დახმარება, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ ქართული სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება იგრძნოს.
“რუსული ოცნების” მიერ გატარებულ კოლაბორაციონისტულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და უამრავი სხვა ჩვენი პატრიოტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველო ოკუპანტ რუსეთთან მარტო და პირისპირ არ უნდა იყოს დარჩენილი, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან -ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჰქონდეს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით, მშვიდობიანად დაცვა, რასაც მოღალატეობრივი რეჟიმი შეგნებულად არ ახორციელებს.
მიგვაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტთან და ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა მიზანმიმართულად და შეგნებულად ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად გადასადგმელი ერთადერთი და აუცილებელი ნაბიჯი არსებული რეჟიმის მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა.
ხელისუფლების მხრიდან მოვითხოვთ, გადაიდგას ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ვითარების დასტაბილიზირებისთვის აუცილებელი ნაბიჯები და ოკუპანტის მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ, პროვოკაციულ ნაბიჯებზე ეფექტიან რეაგირებას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს", - წერია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA