28/10/23556 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნეთანიაჰუ - ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზის სექტორში არიან, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი, ჩვენ გავიმარჯვებთ

ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებითთქვა ისრაელის პრემიერიმინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნეთნიაჰუმ მედიის შეკითხვებს, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები შევიდნენ, "ბოროტების ციხესიმაგრეში" (ღაზას სექტორს), ჰამასის ლიკვიდაციისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით. 
ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზას სექტორში არიან, ისინი ყველგან არიან განლაგებული.  ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ - ამბობს ნეთანიაჰუ. 
მან უარყო ბრალდებები, რომელიც დღეს თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა და ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა, თუმცა ერდოღანი არ უხსენებია.
„ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში" - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია სიფრთხილის ზომებს იღებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან ჰამასი დაადანაშაულა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნა, რომ  დაჯგუფება ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.
პრესკონფერენციამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთეს მათი ახლობლების სახლში დასაბრუნებლად.
მძევლები ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის დროს აიყვანეს. არსებული მონაცემებით, ტერორისტების ტყვეობაში 229 პირია. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და სამხედრო მოსამსახურეები. 
ისრაელის მთავრობის ცნობით, მძევლებიდან მინიმუმ 135 უცხოელია, ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ისრაელმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა , რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY