"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ... და ჩვენ გავიმარჯვებთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ - არა რაიმე ოპერაციაში - არამედ ომში...და ჩვენ გავიმარჯვებთ," - ასე მიმართავს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ "მტერი თავდასხმის ფასს გადაიხდის."
"მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ," - თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში.