შოლცი: ჩვენი განზრახვაა, EU-ში მივიღოთ მოლდოვა, უკრაინა, პერსპექტივაში საქართველოც
"პირველ რიგში, საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე. ვიცით, რომ ჩვენი განზრახვაა, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. იგივე გეგმა გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში საქართველოსთანაც." - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქალაქ გრანადაში, ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.