06/10/23348 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს

ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას“, - აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ყველა ელოდება.
"როგორც იცით, მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, ახლა საქმე არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. არ მსურს კომენტარის გაკეთება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როგორც პრეზიდენტის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავიანთ არგუმენტებს წარადგენენ. ყველა ველოდებით სასამართლოს დასკვნას, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ის, რისი თქმაც შემიძლია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რაც ბევრჯერ მითქვამს და რაც უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აქ ყოფნის დროს განაცხადა, არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას, პირიქით ის აძლიერებს პოლარიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს.
„ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA