06/10/23265 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - პრემიერმა ქვეყნის მეთაურებისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა მიიღო - ასეთი განცხადებები გვჭირდება და არა ის, რომელიც გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში

მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრემიერის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მხარდაჭერა გვჭირდება შეხვედრების შემდეგ და არა ის, რაც პრეზიდენტის ვიზიტების შემდეგ იყო.
მისივე თქმით, ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის ვიზიტმა მოგვიტანა, იყო ის, რომ ლატვიის პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, როგორც წინაპირობა, დააყენა ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ამ მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო პოზიციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
სწორედ ეს არის ის, რასაც ვგულისხმობთ ჩვენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ასეთი განცხადებები გვჭირდება ჩვენ შეხვედრების შემდეგ არა და ის, რომელიც გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თანხმობის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში.
ვნახეთ ერთადერთი შედეგი, რაც [პრეზიდენტის ვიზიტმა] მოგვიტანა - ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, რუსეთის სანქციების დაწესება, როგორც წინაპირობა დააყენა ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. ეს არის სხვაობა მთავრობისა და პრეზიდენტს მიდგომას შორის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“. პრემიერმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. მისი თქმით, ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY