01/10/23562 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოფო ჯაფარიძე - ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ - მისი გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.
როგორც მან, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, „ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.
„უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ, მიხეილ სააკაშვილია. ის პატიმრობიდანაც კი ახერხებს, ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი აბსურდული მიზეზით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის ეშინია. ბოლო თვეების განმავლობაში, ვუყურებთ, დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას როგორც დასავლელი ლიდერები, ისე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს ცივი უარი განუცხადეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. დღეს, როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, დაპირისპირების და აგრესიის დრო არ არის. ჩვენი სურვილია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY