01/10/23329 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა საზოგადოება - დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია

სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია.
პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ისწაფვის.
„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.
სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - წერს პრემიერი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA