20/09/23439 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ერთიანობა რომ ჯობია ურთიერთდატოლებებს, მგონი სადავო არ უნდა იყოს - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ კეთილგონიერებაც და გამბედაობაც, ერთიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. 
მისი თქმით, 5 საათზე იუსტიციის სახლის წინ და 7 საათზე რუსთაველზე დაგეგმილ აქციებზე მივა, მაგრამ ერთიანობა რომ ჯობია ურთიერთდატოლებებს, სადაო არ უნდა იყოს.
"როცა ქვეყანაში, სადაც ჩამოშლის პირასაა ეროვნული ბანკი, ეფესბეს აგენტის დაცვის და საერთაშორისო სანქციების დაუმორჩილებლობის გამო
როცა ზემოთ ნახსენები გარემოების გამო, ქვეყნის საფინანსო სისტემის ჩამოშლის და საერთაშორისო იზოლაციის მაღალი რისკია
როცა ქვეყანაში რეალურად და პოტენციური ეფექტით რუსული კანონის მიღებაზე უარესს აკეთებს ქართული ოცნება
ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, უნდა ეყოთ კეთილგონიერებაც და გამბედაობაც, წყენებიც დაივიწყონ და პარტიული განსხვავებებიც და ერთიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. თუ ამგვარი კრიზისების დროსაც ვერ ახერხებთ გაერთიანებას, უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანები დაკარგავენ თქვენს მიერ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ცვლილებების მოტანის მოლოდინს, რისი რესურსიც სამწუხაროდ ისედაც ძალიან შემცირებულია.
მე მივალ 5 საათზეც იუსტიციის სახლის წინ და 7 საათზეც რუსთაველზე და იმედია ბევრი მოვიქცევით ასე, მაგრამ ერთ ადგილზე ბევრი ხალხი რომ ჯობია სხვადასხვა ადგილზე ნაკლებს, ერთიანობა რომ ჯობია, ურთიერთდატოლებებს, მგონი სადავო არ უნდა იყოს.
ps ეს ორი აქცია ბოლოს გაერთიანდება, ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ ორგანიზატორებს, რაიმე ერთობლივი ღონისძიება იგეგმება ან დღეს, ან ზოგადად - ეს შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საჭიროებს მკაფიო პასუხებს", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 5 საათზე "ლელომ" და ნიკა მელიამ ეროვნულ ბანკთან აქცია დააანონსეს. 7 საათზე ლევან ხაბეიშვილმა აქცია დააანონსა პარლამენტის შენობასთან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA