არტისტის მოქმედება სცენაზე არაა ჩვენი პოზიცია, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს - Black Sea Arena
The Killers-ის კონცერტზე განვითარებულ მოვლენებს Black Sea Arena ეხმაურება და აცხადებს, რომ
არტისტის მოქმედება სცენაზე, მათი პოზიცია არ არის.
არტისტის მოქმედება სცენაზე, მათი პოზიცია არ არის.
"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია," - წერს Black Sea Arena.შეგახსენებთ, 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, The Killers კონცერტზე, ჯგუფის წევრებმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანეს, რასაც მაყურებლის პროტესტი გამოიწვია.