15/08/23599 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

დუდა: კაჩინსკი NATO-ში საქართველო-უკრაინის მიღების მომხრე იყო, სამწუხაროდ, მას არ მოუსმინეს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთის არმიის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისის ცენტრში სიტყვით გამოსვლა გაიხსენა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს ლეხ კაჩინსკი დასავლეთს მოუწოდებდა, რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასულიყო, ამასთან, ის NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მომხრე იყო, თუმცა მისივე თქმით, კაჩინსკის "მაშინ არ მოუსმინეს". მან აღნიშნა, რომ ეს "პოლიტიკოსებისთვის გაკვეთილია". 
"ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.
პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ მსოფლიოს გაერთიანებისკენ და რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდა და გაგვაფრთხილა: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები.
პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, NATO-ს გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის მიღების, ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. მისი სიტყვები ისტორიამ დაადასტურა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY