15/08/23358 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგო ჩიხლაძე - უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც კობახიძის, სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ - ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა არ უხარიათ, სწყინთ!

უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი კობახიძისმიხეილ სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ - ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლე არ უხარიათ, სწყინთ! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, პირები, რომლებიც შოვის სტიქიის დროს საკუთარი ქმედებების შედეგად გადარჩნენ, „ქართული ოცნების“ იმ სცენარში არ ეწერებიან, რომლის მიხედვით, ადამიანები სტიქიის არეალში მომენტალურად დაიღუპნენ.
„რეალურად კი, არიან ადამიანები, რომელთაც ღვარცოფში რამდენიმე საათი გაძლეს, გადაირჩინეს თავი და გადაარჩინეს ახლობლები. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ არავის გადარჩენა არ შეიძლებოდა. გადარჩენილთა მონაყოლი სწორედ ამასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლებს თავს დაესხნენ და მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რატომ გადარჩით და ლამის ბოდიში მოახდევინონ ადამიანებს იმის გამო, რომ გადარჩნენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე შეფასებით, შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ეჭვია, რასაც „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, კრიზისზე ხელისუფლების პასუხი არაადეკვატური, არაეფექტური და დაგვიანებული იყო.
„ინტერპელაცია საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ბერკეტია და ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. რა თქმა უნდა, ინტერპელაციის პროცესში ჩართული ვიქნებით - შს მინისტრმა უნდა უპასუხოს პროცესში მის ჩართვასთან დაკავშირებულ კითხვებს, რამდენად ეფექტური და ადეკვატური იყო, განსაკუთრებით ბევრი კითხვა შს მინისტრის არაადეკვატურმა განცხადებებმა გააჩინა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY