31/05/201 349 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლონდონსა და ბერლინში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აქციები გაიმართა

ლონდონსა და ბერლინში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციები გაიმართა. როგორც "როიტერსი" წერს, ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ლონდონში ამერიკელი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მოქალაქეები ლონდონის ცენტრალურ მოედანზე, ტრაფალგარის სკვერში შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.
"არ არსებობს სამართლიანობა, არ არსებობს მშვიდობა", -აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა ასევე ბერლინში, აშშ-ის საელჩოსთან, სადაც აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, „შეაჩერეთ მკვლელობა“ და ა.შ.
შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ინციდენტში ჩართულ კიდევ სამ პოლიციელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA