03/08/23500 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სარჯველაძე - რაკი ზახაროვა დაეთანხმა "ქართული ოცნების" მოსაზრებას, ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია - ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა

რაკი ზახაროვა დაეთანხმა "ქართული ოცნების" მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია - ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იდენტურია.
რაც შეეხება თავად ზახაროვას განცხადებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარების ვერც მიზანშეწონილობას ხედავს და ვერც აუცილებლობას.
"მე ვთვლი, რომ არც აუცილებლობაა, არც მიზანშეწონილია, რომ ზახაროვას განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ, რადგან არ მგონია, რომ მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. შეიძლება ეს იყოს საინტერესო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არა პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ვისი მოსაზრება შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს იმ პარტიის მოსაზრებებს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ მგონია, ეს თავისთავად უარყოფითად ან დადებითად მოქმედებდეს ჩვენი არგუმენტების სისწორეზე. რაკი ზახაროვა დაეთანხმა (ჩვენს) მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც არის ამორალურობა, რადგან მსჯელობას, რომელსაც ავითარებს "ქართული ოცნება", აქვს თავისთავადი ღირებულება, მართებულია და თუკი მას ისეთი ვინმე დაეთანხმება, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ავტორიტეტი არ იყოს, ეს მსჯელობა არ უკუღმართდება. აქედან გამომდინარე, დასკვნები მარტივად გაკეთებადია, მათ შორის, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც საზოგადოებამ ნახა და გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მცდელობასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური პროტესტის ტალღები იქნას აგორებული და ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენებული. აქედან გამომდინარე მსჯელობა, რომ რაკი ზახაროვა დაეთანხმა მოსაზრებას, ტოლობის ნიშანი დაისვას, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია," - განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA