01/08/23546 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროკავშირის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს - შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.
„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.
ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმნენტში საუბარია ევროკავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.
„ ევროკავშირის მოქმედება - საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის. 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობაზე და ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია ევროკავშირის ფინანსურ ჩართულობაზეც.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო - საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო). პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.
ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ამ სფეროში ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა კარგი მმართველობისთვის PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. საქართველოში განხორციელებული კომპონენტები სასამართლოსა და სასამართლოს ადმინისტრირების, სტატისტიკის შეგროვების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, უზენაესი სასამართლოს, დამოუკიდებელ ინსპექტორის და სხვების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა.
„ მრავალმხრივი კონტექსტი: საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა კომისარი სთხოვდა უმაღლეს კომისარს წარმოედგინა განახლებული ინფორმაცია (ზეპირი მოხსენების სახით) და წერილობითი ანგარიში ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებაში.
9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მე-15-ჯერ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა. საქართველოსთან ამ დიალოგების დროს გაეროს შესაბამისმა საკონვენციო ორგანოებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე სხვა გამოწვევებთან მიმართებაში COVID-19 პანდემიის კონტექსტში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ