01/08/23303 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ აქციას "პროვოკაციას" და "ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს.
ამის შესახებ კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ქსენოფობიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ბათუმში გამართული აქცია "გარე დავალებებით არის ნაკარნახევი".
"გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთირმოსურნეები პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ყველას გვახსოვს როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორი გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA