31/07/23332 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ - დღესდღეობით საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9%-იანი საგადასახადო განაკვეთით.
„საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების ხაზგასასმელად, უვიზო მიმოსვლის უფლებას ვანიჭებთ 98 ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9%-იანი საგადასახადო განაკვეთით. საქართველო გთავაზობთ მიმზიდველ შეღავათებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და გამარტივებული ბიუროკრატიით, რაც მას მიმზიდველ დანიშნულების ქვეყნად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც დიდ სარგებელს ეძებენ. უაღრესად მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის გარდა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ისეთ მიმზიდველ მექანიზმებს როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი. საქართველოში მოქმედ და ექსპორტზე ორიენტირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს ვთავაზობთ შეღავათებს ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს (მხოლოდ 5% საშემოსავლო გადასახადი (ზოგადად არსებული 15% განაკვეთის ნაცვლად) და 5% მოგების გადასახადი. (ზოგადად არსებული 20% განაკვეთის ნაცვლად).
ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა.
გასულ წელს დავამტკიცეთ საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030. ეს არის მასშტაბური ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის განვითარების ხედვას. ეს შორსმიმავალი პერსპექტივა აქცენტირებულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.
ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ. დღესდღეობით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში.
შემდეგი სტატისტიკა ნათლად ასახავს ჩვენი პროგრესის მტკიცებულებას. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 2022 წელს 10.1%-ია, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6%-ია.
სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 - 2028 წწ.) პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%", - განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY