ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი და დაშავებულები
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
"რუსმა ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ყველა საჭირო სერვისი იმუშავებს ადგილზე", - აცხადებენ სუმის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში.ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქებები ქალაქში 29 ივლისს საღამოს 8 საათზე მოხდა.