Русский корабль иди нах*й - 19 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა
Русский корабль иди нахуй - ბათუმის პარალელურად, აქცია დაანონსდა თბილისშიც. დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან რუსი ოკუპანტების შემოსვლას გააპროტესტებენ, რომლებიც ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით შემოვიდნენ - არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" შემოსვლის გამო გაიმართება. გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს".
საკრუიზო გემი ბათუმის პორტში სოჭიდან, დილის 5 საათზე შემოვიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.