26/07/23262 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს "ორბანიზაცია", როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი EU-სკენ მიმავალ გზაზე - BBC-ის სტატია

საქართველოს "ორბანიზაცია". როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში თავისუფლების შეზღუდვისა და პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია,
"მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი იმ ქვეყნისთვის, რომელიც იმედოვნებს, რომ მოიპოვებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ამ წლის ბოლოსთვის", - წერს ავტორი.
ავტორი იხსენებს მაისში, ბუდაპეშტში, ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას, რომელმაც "აღვირახსნილ პროპაგანდაზე" ისაუბრა. 
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი უმცირესობების უფლებების დაცვისადმი, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდას“, ადანაშაულებდა ოპონენტებს „ლიბერალურ ფაშიზმში“ და პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს "ორიენტაცია არეულებს" უწოდებს - წერია სტატიაში.
ჟურნალისტი იხსენებს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სიტყვებს და წერს, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიის 20%-ს რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სწორედ ლიბერალიზმს შეუძლია პირდაპირ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
BBC-ს სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ასეთი რიტორიკა შესაძლოა ერთდროულად იყოს 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის კონსერვატიული ნაწილის მოზიდვისა და საზოგადოებაში ევროპის მიმართ სკეპტიციზმის დათესვის მცდელობა, რათა თავი დაიცვან [ხელისუფლებამ] ევროკავშირის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მეტწილად იმეორებს როგორც უნგრეთის, ისე რუსეთის მთავრობების გზებს, მანიპულირებს ლგბტ თემებზე, ტრადიციებსა და ეკლესიაზე.
ავტორი იხსენებს, რომ სექსუალური უმცირესობების თემა როგორც რუსეთის, ისე უნგრეთის ხელისუფლების არსენალში საყვარელი იარაღია, მას კი დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს უნგრეთში მიიღეს ე.წ. "ანტი ლგბტ კანონი",  რომელსაც ადგილობრივმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა უწოდეს "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ რუსული კანონის უნგრული ვერსია. კანონი ევროპულმა სასამართლომ ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ღირებულებების დარღვევად მიიჩნია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY