20/07/23513 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიან გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც მოქალაქეები წლებია ელოდებიან - კარი ღიაა ყველასთვის გამარჯვების პლატფორმაში

კარი ღიაა ყველასთვის გამარჯვების პლატფორმაში, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ღმერთი ჩვენკენ, დიდება საქართველოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლები ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები.
„დღეს, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.
პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, საქართველოს მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება.
დღეს, საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს: ამბიციური, რეფორმებზე და პროგრესზე ორიენტირებული, რეგიონის ლიდერი ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქიულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა;
დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიადის, მერაბის, მიშას საქართველოს იდეა და ყორღანაშვილების, ორჯონიკიძეების, ფილიპე მახარაძეების, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების მოღალატეთა იდეა; მამაც ქართველთა იდეა და ლაჩარ კოლაბორანტთა იდეა; პატრიოტ ქართველთა იდეა და ფულს და საშოვარს დახარბებულთა იდეა;
ევროკავშირის და ნატოს წევრი, სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს იდეა და რუსეთის სატელიტი, დამონებული და დაჩაჩანაკებული საქართველოს იდეა;
მეგობრებო, დღეს არა მხოლოდ ძალაუფლებაა მიტაცებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, არა მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზეა კონცენტრირებული მმართველი დაჯგუფება, არამედ რუსეთთან კოლაბორაციით და დასავლეთთან მტრობით უნდათ რომ წაგვართვან მომავალი; წაართვან მომავალი ჩვენს შვილებს რომ იცხოვრონ ერთიან, ძლიერ, ევროკავშირის და ნატოს წევრ საქართველოში.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გავერთიანდეთ ძლიერი, ერთიანი, რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეის გარშემო.
როგორ შეიძლება, რომ ასეთი შესაძლებლობების ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში და უიმედობაში ცხოვრობდეს? ეს უსამართლოა, ეს არ არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი!
ჩვენი მონდომებით და ერთად დგომით შეგვიძლია შევქმნათ და მოვიტანოთ უკეთესი პირობები, ევროპული ცხოვრების დონე, სამუშაო ადგილები; უკეთესი განათლება ჩვენი შვილებისთვის; მაღალი პენსიები და სოციალური დაცვის გარანტიები უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, დევნილებისთვის და ვეტერანებისთვის;
ღირსეული სამუშაო პირობები ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის, პოლიციელებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის;
ღირსეული ანაზღაურება სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის; ახალი განვითარების შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის;
და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელსაყრელი პირობები, ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისთვის.
თავისუფლების და გამარჯვების გზა არასდროს არის იოლი და მარტივი. ჩვენც არ გპირდებით იოლ გზას, მაგრამ გპირდებით დაუღალავ შრომას თქვენთან ერთად დიდი გამარჯვებისათვის.
გამარჯვების პლატფორმა არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება. უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში.
სწორედ ამიტომ, ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას, და არ აპირებთ შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და ნატოშია. გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების ამ ახალ პლატფორმაში.
იქეთ არიან რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით, რომელთაც სამშობლოს - პირადი კეთილდღეობა და ფუფუნება ამჯობინეს.
აქეთ კი, გამარჯვების პლატფორმაზე ვიკრიბებით გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები ვისაც გვწამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ მალე გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს კი გარანტირებულ მშვიდობას და კეთილდღეობას ნიშნავს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ძალა და სამშობლოს სიყვარული. ღმერთი ჩვენკენ. საქართველო გაიმარჯვებს!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY