14/07/23493 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! - არავითარი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები

რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული და ეს არის აგენტურა, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო შიმშილია.
„ზოგადად, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ამიტომ მათ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის?! მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული და ეს არის აგენტურა, ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი, ნებისმიერი სხვა, მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. მეორე, ეს აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არ არის. საუბარია, როგორ ხალხზე, როცა მეტი არჩევანი უკვე არა გაქვს - ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ. აქედან ჩანს როგორი საკადრო შიმშილია “ნაცმოძრაობაში“, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობას წარმოადგენს. არავითარი შანსი არ აქვთ, ერთადერთი შანსი აქვთ, რომ არჩევნებს წააგებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე, ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მარტვილში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი, იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურის სახე“.
„ასე ვთქვათ, ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია, რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას წინა შემთხვევის დროსაც, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი, არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო მნიშვნელოვან ფიგურად. რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი, არა თუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის სიარულს რეგიონებში. იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის სახე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურის სახე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე“, - განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA