11/07/23492 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჯო ბაიდენი - ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება - მე-5 მუხლს სიტყვასიტყვით აღვიქვამთ, თუ ნატოს ერთი წევრის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება, ეს ყველა მოკავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებად ჩაითვლება

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებს ყოველთვის მხარს დაუჭერს და ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგა გიტანას ნაუსედასთან პირისპის შეხვედრაზე გააკეთა.
ოფიციალური შეხვედრა ვილნიუსში, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება. აშშ მხარს დაუჭერს თავის მოკავშირეებს და ამ მზაობას ნატოს სამიტის დროს დავადასტურებთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ნატოს ძალების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ს სენატში წარმოებულ დებატებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის „მეორე შეჭრის“ შემდეგ, აშშ-მ გააცნობიერა ნატოსა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.
„ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მე-5 მუხლს სიტყვასიტყვით აღვიქვამთ, ამიტომ თუ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება, ეს ყველა მოკავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებად ჩაითვლება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA