11/07/23416 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

14 რუსი გენერალი მხარს უჭერდა პრიგოჟინს - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ სულ მცირე 14 რუსი გენერალი იცის, რომლებიც მხარს უჭერდნენ  "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს. ამ თემაზე მან Reuters-სთან ისაუბრა. 
"ბევრი მეთაურია, რომლებიც თანაუგრძნობენ ვაგნერს და არ სურთ გაყვნენ პუტინს", - თქვა დანილოვმა.
Reuters ესაუბრა გარნიზონის ქალაქ ბოგუჩარის სამ მცხოვრებს, ამ ქალაქში გაიარა "ვაგნერმა" აჯანყების დროს.
სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა თქვა, რომ იქ სამხედროებს წინააღმდეგობის გაწევისთვის არაფერი გაუკეთებიათ და რომ ქალაქში მცხოვრები ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სამხედრო სამსახურში მყოფი მოქალაქეები "ვაგნერს" თანაუგრძნობდნენ.
იქ მაცხოვრებელმა ქალმა ასევე თქვა, რომ "ვაგნერს" ფართო მხარდაჭერა ჰქონდა ქალაქში და რომ ბევრი "ვაგნერის" მებრძოლი ბოგუჩარიდანაა. "ისინი ყველანი მეგობრები არიან", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო. პრიგოჟინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაკვეთეს საზღვარი, "ვაგნერის" მებრძოლებმა როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. რუსეთის "ფსბ"-მ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ვლადიმერ პუტინმა დაჯგუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და თქვა, რომ მასში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. პრიგოჟინი ამბობდა, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევიდოდნენ. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო. 
27 ივნისს ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა. ხოლო 6 ივლისს ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA